კვლევა
გაკვეთილის
პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა და
სწავლების ხარისხის გაუმჯობესება
თამარ ფურცხვანიძე - სსიპ
ქუთაისის N28 საჯარო სკოლა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
2017-1018 სასწავლო წელი
სარჩევი
შესავალი
---------------------------------------------------------------------------- 4
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა --------------------------------------------------
5
1.1 მოკლე ინფორმაცია
VIII კლასის შესახებ ------------------------------------
6
1.2 მოსწავლეთა ჩართულობასთან
დაკავშირებული სირთულები ----------- 6
1.3 პრობლემის გამომწვევი
სავარაუდო მიზეზები ----------------------------
8
1.4 კვლევის მიზანი
---------------------------------------------------------------- 9
1.5 კვლევის ამოცანა
-------------------------------------------------------------- 10
თავი II
-------------------------------------------------------------------------------
11
პრაქტიკული კვლევის არსი ------------------------------------------------------
11
თავი III
------------------------------------------------------------------------------
12
ლიტერატურის მიმოხილვა ------------------------------------------------------
12
3.1 რა მნიშვნელობა აქვს მოტივაციას სასწავლო პროცესში
----------------- 12
3.2 მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტრატეგიები --------------------- 13
3.3 როგორ ავამაღლოთ მოტივაცია
--------------------------------------------- 14
3.4 გაკვეთიის დაგეგმვა მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა
სტრატეგიების გამოყენებით
--------------------------------------------------- 16
3.5 გაკვეთილის შესწავლა
--------------------------------------------------- 16
თავი IV ----------------------------------------------------------------------------- 17
მეთოდოლოგია ------------------------------------------------------------------- 17
4.1კვლევის სამიზნე ჯგუფი
---------------------------------------------------- 17
4.2 შერჩევა
------------------------------------------------------------------------- 17
4.3 მონაცემების შეგროვება ------------------------------------------------------
18
4.4 კვლევის მონაწილე მხარეები და
მათი პასუხისმგებლობები -------------
19
4.5 კვლევის ვადები ------------------------------------------------------------------
20
თავი V
კვლევის შდეგები
----------------------------------------------------------------------
21
5.1 გამოკითხვის შედეგების ანალიზი
---------------------------------------------- 21
5.2 მეორედი მონაცემების ანალიზი
------------------------------------------------- 34
თავი VI
ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები -------------------------------------------
35
6.1 I ინტევენცია -----------------------------------------------------------------------
35
6.2 IIინტერვენცია ----------------------------------------------------------------------
37
6.3 ინტევენციის შეფასების მეთოდები ----------------------------------------------
37
6.4 I ინტევენცის შედეგები -----------------------------------------------------------
38
6.5 IIინტერვენცის შედეგები
---------------------------------------------------------- 38
6.6 ინტევებციის შეფასება - კვლევის
კომისია -------------------------------------- 39
6.7 ინტერვენციის შეფასება კლასის
დამრიგებელი -------------------------------- 39
თავი VII
მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანობები ------------------------ 40
7.1 მიგნებები -----------------------------------------------------------------------------
40
7.2 რეკომენდაციები
------------------------------------------------------------------- 41
7.3 თვითკრიტიკა
---------------------------------------------------------------------- 41
დასკვნა
--------------------------------------------------------------------------- 42
გამოყენებული ლიტერატურა --------------------------------------------------------
44
შესავალი
წინამდებარე
ნაშრომი წარმოადგენს ქუთაისის N 28 საჯარო
სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის
ანგარიშს.
ნაშრომი შედგენა შვიდი თავისაგან. I თავში მოცემულია
ინფორმაცია კლასის შესახებ, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები.
II თავი ეხება
პრაქტიკული კვლევის არსს და სკოლაში მის დანერგვას.
III თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები მოტივაციის ამაღლების მნიშვნელობაზე
სასწავლო პროცესის მაღალი შედეგის მისაღწევად. IV თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის
მეთოდოლოგიისა და კვლევის ვადების შესახებ.
V თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებული
შედეგების ანალიზს. VI თავში განხილულია ინტერვენციების დაგემვის, განხორციელებისა
და შეფასების ეტაპები. VII თავში აღწერილია კვლევის ავტორის მიგნებები, რეკომენდაციები
და კვლევის ნაკლოვანებები.
თავი I
საკვლევი საკითხის
მიმოხილვა
1.1.მოკლე ინფორმაცია
VIII კლასის შესახებ
რთულია მოსწავლეთა დაინტერესება საბაზო-საშუალო საფეხურზე, განსაკუთრებით
მე-8 კლასიდან. მოსწავლებს სხვა ინტერესები უჩნდებათ, ნაკლებად აინტერესებთ საგაკვეთილო
პროცესი. რაც წარმოშობს ახალ პრობლმებს. ეცემა სწავლის ხარისხი დაწყებით კლასებთან
შედარებით.
წინამდებარე კვლევის მიზანია მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის კვლევა ქართული
ენის გაკვეთილზე, მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების ძიება და მოსწავლეთა
აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება.
ქალაქ ქუთაისის N 28 საჯარო სკოლის VIII კლასში სწავლობს 15 მოსწავლე-
ხუთ ვაჟი და ათი გოგონა. საკლასო ოთახი აღჭურვილი
არის სასწვლო ნივთებით ( მერხი, სკამი, დაფა, რუკები), რაც საშუალებას იძლევა
ხარისხიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.
1.2.პრობლემის
აქტუალობის დასაბუთება.
მოსწავლეები დაწყებით საფეხურზე აქტიურად არიან
ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, ხალისით ასრულებენ აქტივობებს გაკვეთილზე, სურთ ბევრ
აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა, არ ეზარებათ საშინაო დავალების შესრულება. ხოლო მე-8
1
კლასიდან აქტიური ჩართულობის ხარისხი იკლებს, მოსწავლეთა
გარკვეული ნაწილი სასწავლო წლის მანძილზე პასიურია გაკვეთილზე, აღარ ასრულებს საშინაო
დავალებებს, ეზარება გაკვეთილების მომზადება.
რთულდება მოსწავლეების გაკვეთილით დაინტერესება და მათი აქტიურად ჩართვა საგაკვეთილო
პროცესში. ისინი თანდათან შორდებიან საგანს და ზედაპირულად ეკიდებიან სასწავლო პროცესს.
ყოველივე ეს აისახება მათ აკადემიურ მიღწევებზე.
არსებული სიტუაცია, სამწუხაროდ, გრძელდება წლების
განმავლობაში და მისი საბოლოო მოგვარების, ან შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა. პრობლემა
პრობლემად რჩება - მოსწავლეთა უმეტესობა დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, მათ
არ გააჩნიათ სწავლისადმი არც შინაგანი და არც გარეგანი მოტივაცია, რადგან არც დაწერილი
ქულა აინტერესებთ და არც სადამსჯელო სანქცია არსებობს, რეალური, რაც მათი ქცევის ცვლილებას
გამოიწვევდა.
1.2 მოტივაციის ამაღლებასთან დაკავშირებული სირთულეები
2017-2018 სასწავლო წელს კლასში შეინიშნება მოტივაციის
დაბალი დონე. მოსწავლეები არ ამჟღავნებენ სწავლისადმი სურვილს და ნაკლებად არიან ჩართულნი
საკაკვეთილო პროცესში. დავიწყე გაკვეთილებზე დაკვირვება, ვეკითხებოდი VIII კლასში შემსვლელ
მასწავლებლებს, როგორი იყო მოტივაციის დონე, შეცვალეს თუ არა დამოკიდებულება და სურვილი
საგაკვეთილო პროცესში ჩართვის მიზნით. მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ მოსწავლეები
ნაკლებად სწავლობენ საგაკვეთილო მასალებს. შევისწავლე თანაკლასელების ერთნმანეთთან
დამოკიდებულება და აღმოჩნდა,რომ განვითარებული აქვთ ურთიერთპატივისცემის უნარ-ჩვევები, უყვართ ერთმანეთი
და პატივს სცემენ ერთმანეთის შეხედულებებს და სურვილებს , ჯგუფი არის მეგობრული. მაშინ
დავსვი კითხვა, რატომ არ არის ამ კლასში სწალისადმი უკეთესი დამოკიდებულება მოტივაციის დაბალი დონე. რაში მდგომარეობს სირთულეები,
სად არის პრობლემა, როგორ ვიპოვო და აღმოვფხვრა ის.
ყოველდღიური
საგაკვეთილო გეგმის შემუშავება და განხორციელება
უზრუნველყოფს
·
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების დაკმაყოფილებას;
·
კარგად ჩატარებულ გაკვეთილს;
·
მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას;
·
მოსწავლეების ჩართულობის ხარისხის ზრდას;
·
სკოლის წარმატებას.
მიუხედავად იმისა, რომ საგაკვეთილო
გეგმის სტრუქტურა გამართული არის მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში მაინც ნაკლებია .
1.3. პრობლემის გამომწვევი
სავარაუდო მიზეზები
ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო
ჩამომეყალიბებინა პრობლემის სავარაუდო მიზეზები. კლასში შემომსვლელ პედაგოგებთა
გამოკითხვის საფუძველზე და ჩემი დაკვირვებით გამოიკვეთა რამოდენიმე ფაქტორი:
1. მოსწავლეები
სწავლის პირველ წლებში არ არიან დატვირთულნი, მასალა ადვილია ასათვისებლად, ამავე დროს
სასწავლი მასალა მცირეა, უხარიათ სწავლის პროცესი, ცდილობენ თავი გამოიჩინონ კარგი
სწავლით მასწავლებლებთან, ახლობლებთან, თანაკლასელებთან, ხოლო წლებთან ერთად, როცა
მასალა რთულდება, იზრდება სასწავლო მასალის მოცულობა, რთულდება სასწავლო პროცესი, შემოდის
ახალი ტერმინები, მოსწავლე საჭიროებს მეტი გაგების, ანალიზის, მსჯელობის უნარს
2. ერთ-ერთ
სირთულედ შეიძლება განვიხილოთ დროის ფაქტორი.
კერძოდ: საგაკვეთილო მასალის გაცნობა და სწავლა,
მიცემული დავალებების შესრულება დიდ
დროს მიითხოვს. გარდა სკოლისა კლასის მოსწავლეები დაკავებულნი არიან სხვადასხვა აქტივობებით
( სპორტი, მუსიკა, ცეკვა, ხატვა და ა.შ) საკმაოდ
დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ მოსწავლეები ცდილობენ სწრაფად შეასრულონ მიცემული
დავალებები, ასე შესრულებული დავალება კი ფორმალურია და მოსწავლეს არ აქვს კარგად გააზრებული საკითხი, მის
წინაშე დასმული პრობლემა, კარგად ვერ ფლობს საკითხს და უჭირს მისი სიღრმისეული გააზრება,
ანალიზის და შეფასების გაკეთება.
3. პრობლემად
შეიძლება განვიხილოთ, მიცემული დავალებების სირთულე და რაოდენობა. მე -8 კლასის მოსწავლე სწავლობს დაწყებით საფეხურთან შედარებით მეტ საგანს, ყოველ დღე მას
აქვს მოსამზადებელი ხუთი ან ექვსი გაკვეთილი,მიცემული დავალება ბევრი არის,
ხშირად საჭიროებს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას, მოსწავლეთა 60% ფიქრობს, რომ დავალების
შესრულება არ არის საჭირო დავალება შეასრულოს წერით და ზეპირადაც შეიძლება გაკვეთილზე
გასცეს მასწავლებელს პასუხი, 30% ფიქრობს დავალება
სრულყოფილად შეასრულოს და ისე წარმოადგინოს მასწავლებლის წინაშე, ხოლო 10% საერთოდ
არ ასრულებს დავალებას არც კი ინიშნავს მას.
4. დავალების შერულების ფორმა-მოსწავლე ვალდებულია მასწავლებლის
მიერ მიცემული საშინაო დავალება წარმოადგინოს
წერითი ფორმით საშინაო დავალების რვეულში, მასთან ერთად უწევს გაკვეთილზე მიცემული ახალი მასალის დასწავლაც.
ამ ფაქტმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა
პრობლება, იქნება ეს დაღლილობა, საშინაო დავალების მომზადებისათვის საჭირო ლიტერატურა
თუ არაკომფორტული გარემო.
1.4 კვლევის მიზანი და ამოცანები.
მოტივაციის ამაღლების საშუალებების და სწავლების ხარისხის
გაუმჯობესება
კვლევის მიზანია:
მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაზე
ორიენტირებული პედაგოგიური პრაქტიკის ანალიზი. ასევე, კვლევის ხელმძღვანელმა დეტალურად
შევისწავლო არსებულ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის, აქტიურობის ხარისხი,
მოტივაცია და მასთან დაკავშირებული სირთულეები და გამოვნახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური
გზები, რაც მოსწავლეებს დაეხმარება საგაკვეთილო პროცესში ჩაერთონ აქტიურად, გაეზარდოს
შინაგანი თუ გარეგანი მოტივაცია, რაც რეალურად გააუმჯობესებს სწავლა - სწავლების პროცესის
წარმართვას. კვლევა დაგეგმილი მაქვს სწავლა- სწავლების პროცესში მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის
პრობლემის გარკვევისათვის, რაც გულისხმობს მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების
დადგენას, რომელიც საჭირო არის ესგ -ით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად. რაც
მომავალ სასწავლო წელს დამეხმარება ეფექტური სასწავლო გეგმის შემუშავებაში, რომელიც შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას და მოსწავლეთა ინდივიდუალური
შესაძლებლობების მიხედვით იქნება დაგეგმილი.
კვლევის ამოცანა
კვლევის ამოცანააა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
·
რა
ღირებულება აქვს მოსწავლეთა მოტივაციას საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს?
·
რამდენად უზრუნველყოფს
მასწავლებელი გაკვეთილის პროცესში გამოყენებული აქტივობების საშუალებით გაზარდოს
მოსწავლეთა ჩართულობა?
·
როგორ უზრულველყოს სკოლამ მოსწავლეების აღჭურვა მოტივაციის
ამაღლების სხვადასხვა საჭირო უნარ-ჩვევებით?
·
რა უპირატესობა
აქვს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაღალ მოტივაციის დონეს?
·
როგორია
მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესის სხავადასხვა ეტაპზე?
·
ეხმარება
თუ არა მოსწავლეს გაკვეთილზე შექმნილი მოტივაცია უკეთ აითვისოს, გააანალიზოს, შეასრულოს
მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება?
·
რა
სირთულეებსა და პრობლემებს წარმოქმნის სწავლისადმი
არა მოტივირებული მოსწავლეები სააგაკვეთილო
პროცესში?
·
რამდენად
განვიხილავთ მოსწავლეებთან ერთად რატომ არ
სურთ აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში, ხომ არ არის რთული ან უინტერესო ჩვენ
მიერ მათთვის მიცემული დავალლებები?
·
რამდენად
არის გათვალისწინებული მოსწავლეთა ასაკობრივი თავისბურებები და საჭიროებები.
·
როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა
მოტივაცია?
·
საჭიროა
თუ არა, რომ შეიცვალოს საგაკვეთილო გეგმის ფორმატი და ფორმა?
·
დაეხმარება
თუ არა
მოსწავლეებს მასწავლებლებთან აქტიური ურთიერთ თანამშრომლობა ჩართულობის ხარისხის
გაუმჯობესებაში?
თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი
ჩემ მიერ შერჩეული იქნა საკვლევი პრობლემა, რომელიც შეეხებოდა
საგაკვეთილო პროცესში და პრაქტიკაში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა საშუალებების
გამოყენებას და განხორციელებას. რადგან გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა სწავლა - სწავლების
პროცესში.
პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ
მიდგომას, მკვლევარებსა და არასპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებას.
თანამშრომლობითი მიდგომა ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის შემცირეების ინსტრუმენტს
წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც
ხდება გარკვეული ცვლილებების დანერგვა. თანამშრომლობითი პროგრამის საშუალებით
პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთგუნდად ერთიანდებიან. პრობლემას თვალს უსწორებენ,
ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს, იღებენ გადაწყვეტილებას, პასუხისმგებლობას და აღწევენ სასურველ შედეგს. ცვლილება
ეფექტურად ხორციელდება იმ ადამიანების კვლევის პროცესში ჩართვით, ვისაც უშუალოდ ადგება
ზარალი.
აქედან გამომდინარე კლასის მოტივაციასტან დაკავშირებულ
პრობლემის
კვლევაში უმჯობესია ჩავრთოთ თავად VIII კლასის მოსწავლეები და მშობლები. ამიტომ ჩამოყალიბდა
კვლევის კომისია, რომელიც შედგება:
·
VIII კლასის
მასწავლებელი
·
VIII კლასის მოსწავლეები და მშობლები
აღსანიშნავია, რომ კვლევის კომისიასთან შეხვედრა დაახლოებით
თვეში 2-3 ჯერ იმართებიდა.
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა
გაკვეთილის სწორად დაგეგმვა და მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით
მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტრატეგიების
ფლობა მრავალი სკოლის აქტუალური თემაა. არაერთი
ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს გაკვეთილი, როგორ
უნდა გამოვიყენოთ მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები, რატომ უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა
ინტერესები და საჭიროებები გაკვეთილი დაგეგმვის დროს, მოსწავლეთა ეფექტური ჩართულობა,
რომ უზრუნველყოთ.
3.1.
რა მნიშვნელობა აქვს
მოტივაცია სასწავლო პროცესში
რა წარმართვას მოსწავლის ქცევას, რა ანიჭებს მას ენერგიას?
ქცევას წარმართავს მოთხოვნილება, ინტერესები, ცნობისმოყვარეობა,
რწმენა,
ღირებულებები, მოლოდინები, სოციალური ზეწოლა, დასჯა
და ა.შ. შეიძლება მოსწავლეს ცოდნის მიღწევის მაღალი მოთხოვნილება ჰქონდეს, ზოგს ხელოვნება
აინტერესებდეს და ა.შ. ფსიქოლოგები მოტივაციას განიხილავენ, როგორც მდგომარეობას, დროებით
სიტუაციას. მაგალითად,, მოსწავლე თუ კითხულობს რაიმე მასალას იმიტომ, რომ ხვალ გამოცდა
აქვს, ამ შემთხვევაში მოსწავლე სიტუაციით არის მოტივირებული.
არსებობს მოტივაციის
ორი კლასი - შინაგანი და გარეგანი მოტივები. შინაგანი მოტივაციის დროს მოსწავლის ქცევას საფუძვლად უდევს
მიის ინტერესები, მოთხოვნილებები. როცა მოსწავლე შინაგანად არის მოტივირებული, აღარ
სჭირდება აქტივობისათვის წახალისება ან კიდევ დასჯა. ხოლო გარეგანი მოტივაციის დროს
მოსწავლის ქცევა ხორციელდება მაღალი შეფაების
მიღებისათვის, დასჯის თავიდან აცილების მიზნით, მშობლის სისამოვნებისათვის და ა.შ.
მაწავლებელმა
სწავლა-სწავლების პროცესში უნდა გამოიყენოს ორივე ტიპის მორივაცია. თუ მასწავლებელბს
სულ მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის იმედი ექნება იმედგაცრუება ელის, არის სიტუციები,
როცა გარე მხარდაჭერა არის აუცილებელი.
·
დაუკავშიროთ
საკლასო აქტივობა მოსწავლეთა ინტერესებს
·
გამოიწვიეთ
მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა.
·
აქციეთ
სასწავლო ამოცანა გასართობად. გამოიყენეთ სიმულაციები და ამოცანები.
·
გამოიყენეთ
სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები - თანამშრომლობა, შეჯიბრება, ინდივიდუალური პროექტები.
3.2. მოტივაციის ამაღლების
სხვადასხვა სტრატეგიები
მოზარდობის ასაკში სასწავლო აქტივობის განხორციელებისათვის
წამყვანი ხდება აღიარებისა და თვითდამკვიდრების
მოტივი. სასწავლო აქტივობა მასწავლებლის მხრიდან ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ხელი
შეუწყოს ამ მოთხოვნილებათა
დაკმაყოფილებას. ზოგიერთ მოსწავლეს ახასიათებს შემეცნებითი ინტერესი, მხოლოდ რამდენიმე
საგნის მიმართ, ზოგს კი საგნების ფართო წრის მიმართ, მოსწავლეების უმეტესობას ახასიათებს
არა ცოდნის მიღების ინტერესი არამედ ნიშნის.
მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებია:
·
პასუხისმგებლობის
გამოვლენა.(მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, აჩვენონ მშობლებს შესრულებული დავალება
და ხელი მოაწერონ).
·
საკითხის პრეზენტაციის
მრავალფეროვნება
·
შემოქმედებითი
აქტივობის სტიმულირება
·
არჩევანის
მიცემა
·
კეთილგანწყობილი
სასკოლო გარემო
·
მოსწავლეთა
დაფასება და პატივისცემა, მათთან თანასწორი საუბარი
·
შექება
( საყვედური უთხრათ განცალკავებით)
·
პოზიტიური
საკლასო მენეჯმენტი
3.3 როგორ ავამაღლოთ მოტივაცია
საკუთარი შესაძლებლობების რწმენა უფრო მეტად უზრუნველყოფს
სწავლის მოტივაციას, ვიდრე ამ შესაძლებლობის
რეალური დონე. მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს მაღალი კოგნიტური შესაძლებლობები,
მაგრამ არ ჰქონდეს სწავლის მოტივაცია. ამავე დროს მოსწავლეს
შეიძლება არ ჰქონდეს მაღალი კოგნიტური შესაძლებლობები,
მაგარამ თუ ,, მე შემიძლიას“ დონე მაღალია, მოსწავლე ისწავლის დიდი სიამოვნებით. ასეთი
მოსწავლეები თავს კარგად გრძნობენ სკოლაში, რადგან ისისნი თავს წარმატებულად თვლიან.
·
განვიხილოთ
შეცდომები ნორმალურ და საჭირო მოვლენად.
·
ვაჩვენოთ
შეცდომების ღირებულება. ავუხსნათ მოსწავლეებს, რაც უფრო მეტ შეცდომას უშვებს ადამიანი,
მით უფრო აქტიურია ის.
·
მოსწავლეს
ჩამოვუყალიბოთ წარმატების რწმენა, ხაზი გავუსვათ მოსწავლის ნებისმიერ უკეთეს ქცევას,
აღმოვაჩინოთ მოსწავლის ძლიერი მხარეები
წარმატება წარმოშობს
წარმატებას, სწორედ ამიტომ უნდა მიაქციოს ყურადღება მასწავლებელმა მოსწავლის წარსულ
წარმატებებს. წარმატებას განსაზღვრავს:
·
საკუთარი
შესაძლებლობების რწმენა
·
სხვების
დახმარება
·
დავალების
სირთულე
·
გამართლება
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის მასწავლებელმა
საგაკვეთილო პროცესში უნდა გამოიყენოს მრავალფეროვანი აქტივობები, ცვალოს გაკვეთილის
ტიპები, ახალი მასალა გადმოსცეს ემოციურად და საინტერესოდ, ყურადრება გაამახვილოს პრობლემურ
საკითხებზე, მოსწავლეებს გამოათქმევინოს ვარაუდები, სწავლა - სწავლების პროცესში ჩართულობის
ასამაღლებლად საჭირო არის მრავაფეროვანი თვასაჩინოების
გამოყენება, შევაქოთ არა მხოლოდ სწორად შესრულებულ
დავალებისათვიის, არამედ აქტიურობისთვის და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისათვის.
მოსწავლლებს ხშირად სთხოვეთ დახმარება. ხშირად ავღნიშნოთ მოსწავლეთა წარმატებები.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა პასიურობას იწვევს:
·
მოსწავლის არაგულწრფელი შექება
·
მოსწავლის აქტივობის არაობიექტური შეფასება
·
დასჯა,
მოსწავლის დამამცირებელი კრიტიკა
·
სასწაავლო პროცესში მიცემული რთული
ან მარტივი დავალება
·
აქცენტის
გაკეთება დავალების შესრულებაზე და მცდელობაზე
·
კეთილმოუწყობელი
საკლასო გარემო
·
ცუდად
დაგეგმილი გაკვეთილი
3.4 გაკვეთილის დაგეგმვა
მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით
სწავლა - სწავლების პროცესი რომ საინტერესო იყოს და მოსწავლეებიც
აქტიურად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცეში, აუცილებელი არის გაკვეთილის დავგეგმოთ ისე,
რომ
მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტრატეგიები გავითვალისწინოთ,
აქტივობები, რომლებსაც გაკვეთილის მიმდინარეობისას გამოვიყენებთ უნდა იყოს მოსწავლეების
საჭიროებებზე მორგებული. სწავლის მოტივაცია
არის ტენდენცია, განახორციელო მნიშვნელოვანი და ღირებული აკადემიური აქტივობები და
მიიღო მათგან სარგებელი. გაკვეთილის გეგმის
დაწერისას გავითვალისწინოთ ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომელიც მოსწავლებში აღძრავს
როგორც შინაგან მოტივაციას ცნობისმოყვარეობას, ინტერესს, ასევე მოლოდინს კარგი შეფასებისას.
კარგად დაგეგმილი გაკვეთილი ნიშნავს, რომ მოსწავლეების ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში
იქნება დიდი.
3.5. გაკვეთილის შესწავლა
VIII
კლასი გამოირჩევა აკედემიური
მოსწრების დაბალი დონით, მე როგორც ამ კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,
დავინტერესდი რა იყო ამის მიზეზი, პირველად დავიწყე დაკვირვება, კვლევა, როგორი იყო
მათი ურთიერთდამოკიდებულება კლასში და სასკოლო
გარემოს მიღმა. დავინტერესდი ჩემი კოლეგების მოსაზრებებით. გაკვეთილის გეგმის შედგენისას
იყენებდნენ თუ არა მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტრატეგიებს და მოსწავლეთა ინტერესებს.
თავი IV
მეთოდოლოგია
4.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი - კვლევის
სამიზნე ჯგუფად შეირჩა რესპოდენტთა შემდეგი
კატეგორიები:
·
VIII კლასის მოსწავლეები
·
VIII კლასის მშობლები
ეს შერჩევა განაპირობა
იმან, რომ ყოველი ეს ჯგუფი დაინტერესებულია საკითხის მოგვარებით. მშობლებს სურთ, რომ
სკოლაში მათმა შვილებმა კარგად ისწავლონ, ამისათვის კი მოსწავლეთა აქტიურობის, ჩართულობის
პრობლემის გამოკვლევა და მოგვარება მათთვის მნიშვნელოვანია. მოსწავლეები სასწავლო პროცესში
უშუალოდ არიან ჩართული. მათი მოტივაციის ამაღლება და ამით მათი ჩართულობის ხარისხის
გაუმჯობესება მათი წარმატებისა და მაღალი აკადემიური
შედეგებისთვის აუცილებელია.
4.2. შეჩევა
კვლევაში გამოყენებული იქნება შერჩევის ორი ტიპი:
სრული შერჩევა - საკვლევი პრობლემის შესასწავლად დაიგეგმა გამოკითხვის ჩატარება კითხვარების საშუალებით.
კითხვარი განკუთვნილია VIII კლასისი მოსწავლეებისათვის. ვინაიდან გენერალური ერთობლიობა არ არის
დიდი ( კლასში არის 15 მოსწავლე), შერჩევის ერთობლიობა ემთხვევა გენერალურ ერთობლიობას.
მიზნობრივი
შერჩევა - კვლევის ფარგლებში ეს შერჩევა გამოიყენება ინტერვიუს
დროს, რომელიც განხორციელდება
VIII
კლასის მოსწავლეების მშობლებთან,
მშობელთა შეხედულება
და მიზნები მნიშვნელოვანი იქნება კვლევის მომდევნო
აქტივობების და ცვლილებების განხორციელებისას.
4.3. მონაცემების შეგროვება
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების
გამოყენებით:
·
ჩაღრმავებული
ინტერვიუ - ჩაღრმავებული ინტერვიუ განხორციელდა VIII კლასის მასწავლებლებთან, რამაც საშუალება მომცა უფრო
დეტალური ინფორმაცია მიმეღო პედაგეოგებისაგან და გამეცა პასუხი შემდეგ კითხვებზე: რა არის კლასის მოტივაციის
დაბალი მაჩვენებელის მიზეზი? საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა არსებული ჩართულობა უზრუნველყოფს თუ არა სწავლების ეფექტურობას? რა
უპირატესობა აქვს მოტივის მაღალ დონეს საგაკვეთილო პროცესში და როგორია სწავლა-სწავლების პროცესი?
·
შერჩევა მიზნობრივი - მიზნობრივი შერჩევისას გარკვეული მიზნით ვახორციელებ
შერჩევას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კლასის მასწვლბლები არიან კომპეტენტური იმ საკითხებში,
რომელიც ეხება VIII კლასის
აქტიურობის ხრისხის გაუმჯობესებას.
·
ფოკუსჯგუფი - ფოკუსჯგუფის საშუალებით ჩამოვაყალიბე კითხვარი,
რომელის განკუთვნილი იყო VIII კალსის მოსწავლეებისათვის. ფოკუსჯგუფი შედგება საკვლევი ჯგუფის წევრებისაგან, ამ მეთოდის გამოყენების
მიზანი იყო, დამედგინა მოსწავლეთა ზოგადი აზრი
და ინტერესები ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირებით.
·
გამოკითხვა - აღნიშნულ
მეთოდს მივმართე, რათა პასუხი მიმეღო მნიშვნელოვან კითხვებზე: რა ღირებულება აქვს მოსწავლეებისათვის
მოტივაციას საგაკვეთილო პროცესში, რა ცვლილებებია საჭირო მოსწავლეების ინტერესის გაზრდისათვის.
შერჩევა - სრული ვინაიდან VIII კლასის გენერალური ერთობლიობა არა არის დიდი და კლასში არსებული პრობლემა ეხება ყველა მოსწავლეს,
თითოეული მათგანის აზრი გათვალისწინებულია. კლასის 15 მოსწავლიდან კითხვარი შეავსო
ყველა მოსწავლემ.
·
მეორადი მონაცემების ანალიზი - მეორადი
მონაცემების დამუშავება გულისხმობს აქამდე არსებული მოსწავლეთა მოტივაციის დონის შესწავლას,
რა ცვლილებები განიცადა დროთა განმავლობაშ
4.3. კვლევის მონაწილე მხარეები და პასუხისმგებლობები
VIII კლასი და ამ კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
·
კველევის ინსტრუმენტების შემუშავება
·
გამოკითხვა
·
გამოკითხვის
შედეგების ანალიზი
·
ინტერვენციის დაგამვა
·
ინტერვენციის
შედეგების ანალიზი
·
პროექტის
ვადების დაცვა
·
5.06.2017წ
შედეგების გაცნობა კლასიათვის
4.4.
კვლევის ვადები
აქტივობა
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
საკვლევი პრობლემის შერჩევა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პრობლემის ინდენტიპიცირება
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ინტერვიუ კლასთან
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შეხვედრები კვლევის სამიზნე ჯგუფთან
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მეორადი მონაცემების შეგროვება და ანალიზი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ფოკუს ჯგუფისათვის კითხვარის შედგენა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გამოკითხვა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მიღებული შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სავარაუდო ინტერვენციების
განხილვა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ინტერვენციის განხორციელება
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ინტერვენციის შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის გაცნობა კლასთან
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
თავი V
კვლევის შედეგები
5.1. გამოკითხვის შედეგების ანალიზი
კლასის გამოკითხვის
მიზანი იყო დაგვედგინა, თუ რა ღირებულება აქვს მოტივაციას საგაკვეთილო პროცესში, რა
პრობლემას წარმოშობს სწავლა -სწავლების პროცესში
მოტივაციის არ არსებობა, ახდენს თუ არა იგი გავლენას მისწავლეთა ჩართულობაზე და როგორ წარმოუდგენიათ პრობლემის მოგვარება მოსწავლეეებს.
კითხვარი მოსწავლეებისათვის
|
წაიკითხეთ თითოეული
მოსაზრება. თითოეულ მოსაზრებასთან შემოთავაზებულია პასუხის 4 შესაძლო ვარიანტი. გააკეთეთ აღნიშვნა
პასუხის იმ ვარიანტის
შესაბამის უჯრაში, რომელსაც ყველაზე მეტად ეთანხმებით.
მოსაზრება
|
ვეთანხმები
|
უფრო ვეთანხმები, ვიდრე არ ვეთანხმები
|
უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე
ვეთანხმები
|
არ ვეთანხმები
|
|
1
|
მე მომწონს ჩემი
სკოლა
|
|
|
|
|
2
|
მასწავლებლები სისტემატიურად ამოწმებენ
ჩემს საშინაო დავალებებს
|
|
|
|
|
3
|
მასწავლებლები ყოველთვის გვიხსნიან
როგორ შევასრულოთ საშინაო
დავალება
|
|
|
|
|
4
|
მასწავლებლები ყოველთვის გვიხსნიან ტესტირების და საკონტროლო წერების
მოთხოვნებს
|
|
|
|
|
5
|
მასწავლებლები ნათლად და თანმიმდევრულად გვიხსნიან
სასწავლო მასალას
|
|
|
|
|
6
|
თავისუფლად შემიძლია ჩემი აზრი
გამოვთქვა მასწავლებელთან
|
|
|
|
|
7
|
თუ რაიმეს ვერ გავიგებ, შემიძლია
რჩევისათვის მივმართო მასწავლებელს
|
|
|
|
|
8
|
მასწავლებლები გვირჩევენ გამოვიყენოთ სწავლის პროცესში დამხმარე
სასწავლო მასალა,როგორიცაა ენციკლოპედიები, ბროშურები,
ლექსიკონები, ჟურნალ გაზეთები და ა.შ. ამასთანავე ვიმსახურებთ
შექებას, როცა სწავლის პროცესში
ამ დამხმარე მასალს ვიყენებთ
|
|
|
|
|
9
|
მასწავლებლები მეუბნებიან, რომ შემიძლია უკეთეს შედეგს მივაღწიო
სწავლაში
|
|
|
|
|
10
|
ჩემით შემიძლია შევაფასო ჩემი წარმატებები სკოლაში
|
|
|
|
|
11
|
მომწონს სწავლა
|
|
|
|
|
12
|
სწავლის პროცესში შესაძლებლობა მაქვს
სხვა მოსწავლეებთან ერთად განვიხილო
ჩემთვის საინტერესო ან რთული საკითხი
|
|
|
|
|
13
|
მასწავლებლები ყოველთვის მიხსნიან შეფასებას? ქულას რაც დავიმსახურე ჩემი
ნამუშევრისათვის
|
|
|
|
|
14
|
მასწავლებლები იყენებენ კომპიუტერებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს სწავლისა და სწავლების პროცესში
|
|
|
|
|
15
|
მე ვიცი, როგორ მოვიქცე სახიფათო
და არასტანდარტულ სიტუაციაში( ქუჩაში, წყალში, ყინულზე,
ხანძრისას, მიწისძვრისას და ა.შ.)
|
|
|
|
|
16
|
სკოლაში, მის ეზოში და სკოლის
მახლობლად თავს ვგრძნობ
უსაფრთხოდ
|
|
|
|
|
17
|
სკოლაში გვასწავლიან ჯანსაღი ცხოვრების
წესს (დავკავდეთ სპორტით, არ მოვწიოთ,არ
მოვიხმაროთ ალკოჰოლიანი სასმელი და ნარკოტიკი, თავი ავარიდოთ ჯანმრთელობისათვის მავლე ცხოვრების
სტილს)
|
|
|
|
|
18
|
ქართული ენისა და ლიტერატურის
გაკვეთილები ყოველთვის
საინტერესოა
|
|
|
|
|
19
|
ჩემს სკოლაში საინტერესო კლასგარეშე მუშაობა ტარდება
|
|
|
|
|
20
|
სკოლა გვაწვდის ინფორმაციას
სხვადასხვა პროფესიების შესახებ
|
|
|
|
|
21
|
ჩემს სკოლაში არის შესაძლებლობა სხავადასხვა საგნებში დავესწრო დამატებით სასკოლო მეცადინეობებს და კონსულტაციებს
|
|
|
|
|
22
|
სკოლაში შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ
სხვადასხვა სასწავლო პროექტებში, კონკურსებში, საგნობრივ ოლიმპიადებში და ა.შ.
|
|
|
|
|
23
|
მასწავლებლები ყოველთვის თავაზიანები, კეთილგანწყობილები არან და მზად არიან დაგვეხმარონ
|
|
|
|
|
24
|
ჩემი კლასელები მეგობრულები არიან და როცა საჭიროა ყოველთვის ვეხმარებით
ერთმანეთს
|
|
|
|
|
25
|
სკოლაში ძალიან ხშირია შელაპარაკება და ჩხუბი
მოსწავლეებს შორის
|
|
|
|
|
26
|
სკოლა ყოველთვის სუფთა და მოვლილია
|
|
|
|
|
27
|
მასწავლებლები
მხარს უჭერს და წაახალისებს მოსწავლეთა ახალ იდეებს და ინიციატივებს
|
|
|
|
|
28
|
მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ
სასკოლო კომპიუტერები სწავლის პროცესში
|
|
|
|
|
29
|
სასკოლო ბიბლიოთეკაში ბევრი ისეთი წიგნი და
სხვა საშუალებებია, რომლებიც აუცილებელია სწავლის პროცესში ინფორმაციის მისაღებად
|
|
|
|
|
30
|
მოსწავლეებს შეუძლიათ ესაუბრონ
თავიანთ მასწავლებლებს სწავლისა და სწავლების პროცესში არსებული პრობლემების შესახებ
|
|
|
|
|
გამოიყენეთ ეს თავისუფალი სივრცე იმისათვის, რომ გამოხატოთ
თუ რას ფიქრობთ
სკოლის ცხოვრების სხვა მხარეებთან დაკავშირებით,
ან დაამატოთ რაიმე თქვენს წინა პასუხებს. თქვენს
მოსაზრებებს გაეცნობიან მხოლოდ
სკოლის შემფასებელი ექსპერტები
და სხვა არავინ.
|
გმადლობთ გამოთქმული მოსაზრებებისათვის!
კითხვარი მშობლებისათვის
|
წაიკითხეთ თითოეული
მოსაზრება. თითოეულ მოსაზრებასთან შემოთავაზებულია პასუხის 4 შესაძლო ვარიანტი. გააკეთეთ აღნიშვნა
პასუხის იმ ვარიანტის
შესაბამის უჯრაში, რომელსაც ყველაზე მეტად ეთანხმებით.
მოსაზრება
|
ვეთანხმები
|
უფრო ვეთანხმები, ვიდრე არ ვეთანხმები
|
უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე
ვეთანხმები
|
არ ვეთანხმები
|
|
1
|
ჩემს შვილს მოსწონს თავისი სკოლა
|
|
|
|
|
2
|
ჩემს შვილს ზომიერი რაოდენობით
აძლევენ საშინაო დავალებებს
|
|
|
|
|
3
|
სკოლის მიერ ჩემთვის მოწოდებული ინფორმაცია ნათელია და სასარგებლოა
|
|
|
|
|
4
|
მე განმიმარტეს ჩემი შვილის მიღწევების შეფასების სისტემა
|
|
|
|
|
5
|
მე სისტემატიურად ვიღებ ინფორმაციას ჩემი
შვილის მიღწევების შესახებ
|
|
|
|
|
6
|
მშობელთა კრებები კარგად დაგეგმილი და მომზადებულია
|
|
|
|
|
7
|
მე ყოველთვის ინფორმირებული
ვარ სკოლაში ჩატარებული მოსწავლეთა ჯანმრთელობის პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ
|
|
|
|
|
8
|
სკოლა ზრუნავს ჩემი შვილის უსაფრთხორბაზე როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ გამართული
ღონისძიებებში
|
|
|
|
|
9
|
ჩემს შვილს ეძლევა შესაძლებლობა
მონაწილეობა მიიღოს როგორც სკოლის შიგნით,
ასევე სკოლის გარეთ გამართულ ღონისძიებებში
|
|
|
|
|
10
|
სკოლამ მომაწოდა ინფორმაცია
სკოლაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების
შესახებ
|
|
|
|
|
11
|
სკოლა გვთავაზობს მრავალფეროვან ინფორმაციას სწავლის გაგრძელებისა თუ დასაქმების შესაძლებლობების შესახებ
|
|
|
|
|
12
|
სკოლას კარგი რეპუტაცია აქვს საზოგადოებაში
|
|
|
|
|
13
|
სკოლის მასწავლებლები სამართლიანად
ეპყრობიან ჩემს შვილს
|
|
|
|
|
14
|
ჩემი შვილის წარუმატებლობები ან ყოფაქცევა არ განიხილება სხვა ადამიანის თანდასწრებით
|
|
|
|
|
15
|
სკოლაში ნათლად არის ჩამოყალიბებული ქცევისა და სკოლის მართვის წესები
|
|
|
|
|
16
|
მე მაქვს ინფორმაცია რა უნდა
გავაკეთო, თუ ჩემი შვილი რაიმე
მიზეზით ვერ მიდის
სკოლაში
|
|
|
|
|
17
|
სკოლა ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებულია
|
|
|
|
|
18
|
მასწავლებლები შეგნებულად უდგებიან მოსწავლეებისათვის სპეციალური საჭიროებების უზრუნველყოფას
|
|
|
|
|
19
|
სკოლა დროულად გვაწვდის ინფორმაციას აუცილებელი სასწავლო მასალის შესახებ
|
|
|
|
|
20
|
მე დროულად ვიღებ ინფორმაციას სკოლის მომავალი გეგმებისა
და განვითარების მიმართულებების შესახებ
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჩარჩოში ჩაწერეთ რა აზრის გამოთქმა გსურთ დამატებით, თქვენი სკოლის შესახებ და რისი დამატება
გსურთ შეკითხვებთან დაკავშირებით.
|
კითხვარი მოსწავლეებისათვის
1.
როგორ დაახასიათებდი შენს კლასს, როგორც
ა) შეკრულს და მეგობრულს
ბ) ქვეჯგუფებად დაყოფილს
გ) დაშლილს სადაც თითოეული მოსწავლე
ტავისი ცხოვრებით ცხოვრობს
2.
განიცდი
გაკვეთილზე მასწავლებლის გამო სტრესულ მდგომარეობას
ა) დიახ
ბ) არა
გ) ნაწილობრვ
3.
სტრესული
სიტუაციის მიზეზი არის
ა) მასწავლებელი
ბ) თანაკლასელები
გ) საკუთარი
თავი
4.
როგორია
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დამოკიდებულება თქვენ მიმართ
ა) იგნორირებას
გვიკეთებს
ბ) ხშირად
გვაძლევს უსაფუძვლო შენიშვნებს
გ) მეხმარება
პრობლემის მოგვარებაში
5.
გასწავლიან
თუ არა უსამართლო მასწავლებლები
ა) დიახ
ბ) არა
გ) ნაწილობრვ
6.
საინტერესოა
შენთვის საგაკვეთილო პროცესი
ა) დიახ
ბ) არა
გ) ნაწილობრვ
7.
რა მიგაჩნია
შენი წარუმატებლობის მიზეზად
ა) საკუთარი
თავი
ბ) მასწავლებელი
და მისი გამოყენებული საგაკვეთილო აქტივობები
გ) თანაკლასელები
8.
სკოლაში
თუ თავისუფალი დასწრება იქნება რას იზამდი
ა) კვლავ
სწავლას ავირჩევდი
ბ) გავერთობოდი
გ) სკოლაში არ ვივლიდი
9.
გაინტერესებს
თუ არა სკოლაში სიარული და სწავლა
ა)
დიახ
ბ) არ
გ) ნაწილობრივ
10.
რა გიწყობს
ხელს, რომ სკოლაში დაუმეგობრდეთ ერთმანეთს და განავითაროთ არაფორმლური ურთიერთობები თანაკლასელებთან
ა) საგაკვეთიო
პროცესში გამოყენებული აქტივობები
ბ) მასწავლებლები
გ) არ
მაქვს ურთიერთობა თანაკლასელებთან
11.
ინტერესდებიან თუ არა მშობლები
თანაკლასელებთან შენი ურთიერთობითა) ა)დიახ
ბ) არა
გ)
ნაწილობრვ
12.
გიძნელდება
თუ არა მასწავლებლების მიერმოცემული დავალებების შესრულება
ა)
დიახ
ბ)
არა
გ)
ნაწილობრვ
VIII კლასის
მოსწავლეთა გამოკითხვამ აცვენა,რომ
·
საგაკვეთილო პროცესი საინტერესო არის მხარი დაუჭირა 65%
·
საგაკვეთილო
პროცესი ნაწილობრივ საიტერესოა მხარი დაუჭირა
10%
·
საგაკვეთილო
პროცესზე თავისუფლად აზრის გამოთქმა შეუძლია-
25%
აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა
უმრავლესობისათვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო არის, მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ სახელმძღვანელოში
მოცემული საკითხები საიტერესოა, მაგრამ უმჯობესია ეს საკითხები მასწავლებელმა მათ საჭიროებებს
მოარგონ.
კვლევის პროცესში
შედის შეფასების კომპონენტი, შესაბამისად კვლევის კითხვარში რამდენიმე კითხვა შეფასებასაც დაეთმო. მოსწავლეები
გამოთქვამენ სურვილს განმსაზღვრელ შეფასებას
თან ყოველთვის უნდა ახლდეს განმავითარებელი შეფასება. როცა კითხვა ეხება განმსაზღვრელი
შეფასების კომპონენტების აუცილებლობას მოსწავლეები
პასუხობენ:
·
აუცილებელია
40%
·
არ არის
აუცილებელი 25%
·
არ აქვს
მნიშვნელობა 35%
შეფასების კომპონენტების
განხილვისას მოსწავეებმა აღნიშნეს, რომ მასწავლებელთა განმავითარებელი შეფაება ძირითადად
არის ზეპირი. საუბრიდან არ გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები იცნობენ განმავითარებელი შეფასების
მრავალფეროვან სტრატეგიებს, მათ შორის ურთიერთშეფასებას, თვითშეფასებას და ა.
5.2. მეორადი მონაცემების ანალიზი
პრობლემის შესწავლის
მიზნით, კვლევის ერთ-ერთ მეთოდად გამოვიყენე მეორადი მონაცემების ანალიზი, კერძოდ:
მშობელთა გამოკითხვა
ანალიზის შედეგად გამოვლინდა
შემდეგი პრობლემური საკითხები:
1. მოსწავლეები მიიჩნევენ,
რომ მათ მასწვალებლები აძლევენ ბევრ დავალება, რაც დიდ დროს მოითხოვს და მათ შესრულებაზე უარს ამბობენ.
2. სკოლის მასწავლებლები
მათ შვილებს ნაწიობრივ ეპყრობიან სამართლიანად
და ნაკლებად რთავენ საგაკვეთილო პროცესში.
მონაცემთა ანალიზის შედეგად დავგეგმე ორი სახის ინტერვენცია:
1.გადავხედე ყოველდღიურ საგაკვეთილო გეგმის სტრუქტურას და შევიტანე მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარეს ცვლილებები
და ისეთი აქტივობებით დავგეგმე გაკვეთილი, რომელიც გაზრდიდა მათ მოტივაციას აქტიურად
ჩართულიყვნენ საგაკვეთიო პროცესში მაგ; მრავალფეროვანი სასწავლო რესურსის გამოყენება.
2. მოსწავლეთა შორის თანამშრომლობითი ცვლილებების შეტანა - ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ
კლასში ქცევის წესები, დაეხმარონ ერთამნეთს გაუგებარი მასალის გაგებაში, აქტიურად ჩართონ
და არ თქვან უარი სუსტ მოსწავლესთამ მუშაობაზე,
ჯგუფური თუ წყვილებში მიცემულ სამუშაოს შესრულებაზე. არ დასცინონ არასწორად
შესრულებულ დავალებისათვის, პატივი სცენ ერთმანეთის შესაძლებლობებს.
თავი VI
ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები
6.1. I ინტევენცია
ინტერვენციის საწყის
ეტაპს წარმოადგენდა სამუშაო შეხვედრა კლასის მოსწავლეებთან, შეხვედრა მიზნად ისახავდა
მოსწავლეთა მოტივაციის დაბალი დონის მიზეზის განხილვას, კერძოდ: რა იყო მოსწავლეთა ინტერესები თითოეული სასწავლო
საგნის და კონკრეტულად ქართული ენისა დალიტერატურის
მიმართ, რა უნდა გაითვალისწინონ კლასში შემსვლელმა
მასწავლებლებმა, რათა მოსწავლეების მოტივაცია და საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობა
გაიზარდოს.
შეხვედრას ესწრებოდა 15 მოსწავლე, როგორც მოსალოდნელი
იყო გაიმართა დისკუსია. მოსწავლეთა ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ მასწავლებლები რთულ დავალებებს საშინაო დავალებად
აძლევენ და მათი შესრულება დიდი დროს მოითხოვს უმჯობესი იქნება ინტერაქტიული და სახალისო
დავალებებით იყოს დატვირთული სამუშაო თუ საკლასო აქტივობები, ხოლო მოსწავლეთა მეორე
ნაწილი მიიჩნევდა, რომ მასწავლებელთა შეფასება
არასწორია,, მათ არ უფასდებათ თავიანთი შრომა ამიტომაც არ აქვთ სურვილი ისწავლონ
და ჩაერთონ აქტიურად საგაკვეთილო პროცესში.
საბოლოოდ, მსჯელობის
შედეგად, შემდეგი საკითხები გამოიკვეთა
1. გაკვეთილის მიზანი
უნდა შეესაბამისებოდეს მოსწავლეთა ინტერესებს და შესაძლებლობებს
2. დავალებების შესრულება
არ უნდა მოითხოვდეს დიდ ძალისხმევას და დროს
3. მოსწავლეთა შეფასება
უნდა იყოს სამართლიანი და ობიექტური, დაუფასდეს მცდელობა, აქტიურობა და არა სწორი პასუხი
შეფასებისას მასწავლებელმა
უნდა გამოიყენოს:
·
ზეპირი
კომენტარი
·
წერილობითი
კომენტარი
·
თანატოლთა
შეფასება
·
თვითშეფასება
·
ჯილდო
·
ობიექტური
შეფასება
·
შექება
6.2 II ინტერვენცია
მეორე იტევენციაში 3 მოსწავლე ჩაერთო, რომლებიც მაღალი აკადემიური
მოსწრებით ხასიათდებიან. იტერვენციის მიზანი იყო, მოტივაციასთან დაკავშირებული საკითხების
განხილვა. დაკვირვებით და მათთან მსჯელობით გამოვლინდა, რომ ამ მოსწავლეების მოტივაციას
აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში განსაზღვრავს:
·
მაღალი
აკადემიური შეფასებაა
·
იყვნენ
გამორჩეულები
·
დაააგროვონ
ცოდნა, რომელიც მომავალში მათ დაეხმარებათ სასკოლო თუ ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას
შერჩეულ მოსწავლეებს
ორი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდი და ვესაუბრებოდი
6.3 ინტერვენციის შეფასების მეთოდები
ინტერვენციის შეფასებისათვის გამოვიყენებ
1.
ინტერვიუს მაღალი აკედემიური მოსწრების მოსწავლეებთან - რომელეთა ჩართულობა გაკვეთილზე და მოტივაცია აქტიურია.
ინტერვიუს მიზანი იყო დამედგინა: რა იყო მათი საგაკვეთილო მოტივაცია, რა მოსწონდათ
და რა სურთ სკოლიდან.
2.
ინტერვიუ
საშუალო აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან - ინტევიუს მიზანი იყო, დამედგინა
რატომ არ ინტერესდებოდნენ ჩართულიყვნენ აქტიურად
საგაკვეთილო პროცესში, რა იყო მათი პასიურობის მიზეზი.
3.
ინტერვიუ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან - ინტერვიუს
მიზანი იყო დამედგინა, რატომ არ იჩენენ მოსწავლეები სწავლის სურვილს, რატომ არ იყენებენ თავიანთ
შესაძლებლობებს
6.4. I ინტერვენციის შედეგები
ინტერვიუზე მოსწავლეებმა
აღნიშნეს, რომ მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საგაკვეთილო პროცესის სტრუქტურის
ცვლილებას:
ინტერვიუს ბოლოს მოსწავლეებმა
აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია:
·
პატივს
სცემდნენ
·
აფასებდნენ
·
მიცემული
საშინაო დავალება არ იყოს რთული
·
თავისუფლად
შეძლოს საკუთარი აზრის გამოთქმა
·
შეფასება
, როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი იყოს ობიექტური
·
მასწავლებლის
სასაუბრო ენა იყოს მათთვის გასაგები
·
გაკვეთილი
უნდა იყოს მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული
·
მოსწავლე
უნდა ფასდებოდეს კონკრეტული აქტივიბის შესრულებისთვის და არა ზოგადად.
6.5 II ინტერვენციის შედეგები
მეორე ინტრვენციაში,როგორც
აღვნიშნე, 3 მოსწავლე ჩაერთო, რომლებიც მაღალი
აკადემიური მოსწრებით ხასიათდებიან. მათი მიზანი არის სკოლის საშუალებით გახდნენ წარმატებულები,
არ უჭირთ საშინაო დავალებების შესრულება და მათი ინტერესები გათვალისწინებული აქვთ
მასწავლებლებს. საგაკვეთილი პროცესში გამოყენებული აქტივობები საინტერეო არის და მათზე
მორგებული.
6.6 ინტერვენციის
შეფასება
ინტერვენციების დასრულების
შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედე შეგროვილ მასალას , გულდასმით შევისწავლე კიდევ ერთხელ
და მივედი იმ დასკვნამდე, რომ საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ რომ წარიმართოს, აუცილებელი
არის მოსწავლეთა მოტივაციის მარალი დონე, გაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებელმა თუ
არ გაითვალისწინა მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები, მათი ჩართულობა იქნება
დაბალი და ნელ-ნელა მოსწავლვეები პასიურები გახდებიან, დაეკარგებათ პატივისცემა სკოლისადმი. მასწავლებელმა და მოსწავლეება
უნდა იმუშავონ ერთ გუნდად, ერთმანეთს უნდა გაუცვალონ აზრები. მოსწავლეებს უყვრთ, როცა
ხედავენ, როგორ უყვართ და პატივს სცემენ მათ, უარს აღარ იტყვიან სწავლის პროცესზე.
გაიზრდება მათი, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაცია.
თავი VII
მიგნებები, რეკომენდაციები
და კვლევის ნაკლოვანობები
7.1 მიგნებები
ინტერვენციების განხორციელების
შედეგად შემდეგი საკითხები გამოიკვეთა
1.
მოსწავლეები თვლიან, რომ საშინაო დავალება რთულია და მის შესრულებაზე
უარს ამბობენ
2.
აღმოჩნდა
რომ მასწავლებლები ყოველვის არ ითვალისწინებენ მოსწავლეთა ინტერესებს და შესაძლებობას.რაც
იწვევს მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის დაბალ მაჩვენებელს
3.
მოსწავლეთა
შეფასება უნდა იყოს კონკრეტული და ცოდნაზე ორიენტირებული. პატივს სცემდნენ თითეული
მოსწავლის შესაძლებლობას.ხაშირად გამოვიყენოთ მასწავლებლებმა ისეთი აქტივობები, რომელიც
მოსწავლეთა შორის გაზრდის მოტივაციას და საგაკვეთილო პროცესი არ იქნება ერთფეროვანი.
4.
მასწავლებელი
გაკვეთილზე საუბრობდეს მათთვის გასაგებ ენაზე.
7.2
რეკომენდაციები
1. კლასში შემსვლელმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა
უნდა იმუშავონ, როგორც ერთმა გუნდმა, პატივის სცემდნენ ერთმანეთს.
2. თანაკლასელები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ და იყვნენ
მეგობრულები უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იყვნენ და ერთად იზრუნონ კლასის წარმატებებზე.
3. გაკვეთილის დაგეგმვის დროს მასწავლებლებმა გაითვალისწინონ,
რომ საგაკვეთილო
პროცესი არ იყოს ერთფეროვანი,
გამოვიყენოთ სხვადასხავ მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები, მრავალფეროვანი აქტივობები,
რომელიც მიმართული იქნება მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაზე და მეტი ცოდნის დაგროვებაზე.
7. 3 თვითკრიტიკა
კვლევის სამიზნე ჯგუფი
აქტიურად იყო ჩართული მუშაობაში. ცდილობდნენ აქტიურად ეთანამშრომლად ჩემთან. კვლევის ინიციატორი ვიყავი
მე, რადგანაც ჩემ გარდა სხვა მასწავლებლებიც
აღნიშნავდნენ, რომ კლასი ცუდად ან საერთოდ არ ასრულებდა დავალებებს,ნაკლებად
არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
მონაცემთა შეგროვება
- კვლევის პროცესში გარდა გამოყენებული მეთოდებისა,
დაგეგმილი მქონდა დაკვირვება, რაც მეტ ინფორმაციის მოპოვების საშუალებას მომცემდა. მეორე მხრივ, გაკვეთილზე დაკვირვების და შესწავლის მეთოდი მოითხოვს ხანგძლივ
პერიოდს. გარდა ამის,მოსწავლეებს წინასწარ ეცოდინებოდათ დასწრების შესახებ და ამას შეიძლება გამოეწვია არასასურველი შედეგი.
დასკვნა
VIII კლასში
განხორციელდა პრაქტიკული კვლევა. აღნიშნული
კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივაციის დონის გაუმჯობესება და საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესება. კვლევის მეთოდის გამოყენებისა და ანალიზის შედეგად VIII კლასში განხორციელდა ორი
ტიპის ინტერვენცია: სტრუქტურული და შინაარსობრივი.
კვლევის განმავლობაში
მიღებულ შედეგებსა და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომელიც გავაცანი
მოსწავლეებს და კლასის მასწავლებლებს. სასურველია ცვლილებები დაინერგოს, რათა გაიზარდოს პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა
და სწავლა-სწავლების ხარისხი.
კვლევის მიზანი იყო: მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების
გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პედაგოგიური პრაქტიკის ანალიზი. კვლევა დაგეგმილი მაქვს სწავლა- სწავლების პროცესში მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის
პრობლემის გარკვევისათვის, რაც გულისხმობს მოსწავლეთა და საჭიროებების დადგენას, რომელიც საჭირო არის
ესგ -ით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად. რაც მომავალ სასწავლო წელს დამეხმარება
ეფექტური სასწავლო გეგმის შემუსავებაში, რაც
შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას და მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობების
მიხედვით იქნება დაგეგმილი.
მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა: კვლევის შედეგებმა
მიჩვენა, რომ VIII კლასის მოტივაციის დაბალ
დონეს და პასიურობას გნაპირობებს გაკვეთილზე გამოყენებული ერთფეროვანი აქტივობები,
მასწავლებლებმა ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ პრობლემაზე და გაკვეთილისათვის უნდა დავგეგმოთ ისეთი აქტივობები,
სადაც მოსწავლეები ხალისისთ ჩაერთებიან, არ მივცეთ საშინაო დავალება ისეთ საკითხებზე,
რომლის შესრულება უმეტეს ნაწილს არ შეუძლია ან დიდ დროს მოითხოვს. გაკვეთილებზე ხშირად
მივცეთ შესაძლებლობა გამოთქვან საკუთარი მოსაზრება,
მოვაძიებინოთ მასალა მათთვის საინტერესო თემებზე,
რომელიც კავშირში იქნება ესგ-ით გათვალისწინებულ შედეგებთან. გაკვეთილზე ხშირად გამოვიყენოთ
სასწავლო რესურსი, ისეთი აქტივობები, რომლებიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლებაზე.
კვლევის აქტივობების შერჩევა:
კვლევის აქტივობების შერჩევისას ვხელმძღვანელობდი პრინციპით:
რა უნდა ვოცოდე, რათა დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს
სასურვველი შედეგის და სასწავლო მიზნის
მიღწევაში, გავზარდო მათში მოტივაცია, გავააქტიურო ისინი, ინტერესით ჩავრთო საგაკვეთილო
პროცესში,რაც გამოიწვევს მოსწავლეებში აკადემიური
მიღწევების გაუმჯობესებას.
გამოყენებული ლიტერატურა
1. მ.ინასარიძე , ს.ლობჟანიძე ,მ რატიანი, ი.სამსონია „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II. მასწავლებლის პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი
2. ს.ლობჯანიძე. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“
ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი. http://mastsavlebeli.ge/?p=281
3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
„ბავშის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები“
4. გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა
მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები
მანანა ბოჭორიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=1915
No comments:
Post a Comment